ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ - ასეთი მწვავე გამოსვლები სტრასბურგს საქართველოზე არ ახსოვს

22.01.25 20:18
ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ - ასეთი მწვავე გამოსვლები სტრასბურგს საქართველოზე არ ახსოვს

ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ - ასეთი მწვავე გამოსვლები სტრასბურგს საქართველოზე არ ახსოვს.  იმოქმედეთ! - ეს არის ევროპელი დეპუტატების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიისადმი.  ერთდაერთი გზა ოლიგარქის შესაჩერებლად სანქციები და რეჟიმის არ აღიარებაა. ამიტომ ევროდეპუტატები სწრაფი და ხისტი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ - სანქციები ივანიშვილს, მის სპონსორებს და მსახურებს. 

ქართველ ხალხს დახმარება სჭირდება - ამიტომ ევროპარლამენტარების მკაცრი მოთხოვნების ადრესატი ბრიუსელია. დემონსტრანტების, მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების  დევნა და წამება და დაუსჯელი ძალოვანები.  რაც ევროპის მთავარი პოლიტიკური ტრიბუნიდან ითქვა აისახება   რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა თებერვალში უნდა დაამტკიცოს. სწორედ ეს დოკუმენტი უნდა გახდეს ევროკავშირის სამოქმედო გეგმაც ოცნების წინააღმდეგ.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.