პრეზიდენტი ზურაბიშვილი თეთრი სახლის კორესპონდენტებს, საგარეო პოლიტიკის რეპორტიორებს და Christian Monitor Science-ის წევრებს შეხვდა

22.01.25 19:41
პრეზიდენტი ზურაბიშვილი თეთრი სახლის კორესპონდენტებს, საგარეო პოლიტიკის რეპორტიორებს და Christian Monitor Science-ის წევრებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, სალომე ზურაბიშვილმა აუდიენცია თეთრი სახლის კორესპონდენტებთან, საგარეო პოლიტიკის რეპორტიორებთან და Christian Monitor Science-ის წევრებთან გამართა.

დახურულ კარს მიღმა ჩატარებული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში თავად სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 17 იანვარს ჩავიდა. ის კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას 20 იანვარს დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.