უილსონი: რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი... სანქციები მოდის

22.01.25 19:57
უილსონი: რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი... სანქციები მოდის

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვის წევრი ივანიშვილის რეჟიმსა და მის მსახურებს სანქციებს უანონსებს

"ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია... სანქციები მოდის" - წერს კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე.

ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი და ფლობს უამრავ კორუფციულ აქტივს მისი ბოსისთვის, რომელიც საქართველოს ყიდის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანის რეჟიმზე. მისი პროპაგანდისტული ჯგუფი, ტელეკომპანია იმედი, 24/7 ამერიკის მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. სანქციები მოდის", - წერს ჯო უილსონი. 

შეგახსენებთ, დასავლეთში ირაკლი რუხაძის ქონებასთან დაკავშირებით სქემა დღეს, 22 იანვარს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ გამოაქვეყნა.