სალომე ზურაბიშვილი შტატებში - გავლენიანმა სენატორებმა პრეზიდენტს ერთმანეთის მიყოლებით უმასპინძლეს

22.01.25 20:26
სალომე ზურაბიშვილი შტატებში - გავლენიანმა სენატორებმა პრეზიდენტს ერთმანეთის მიყოლებით უმასპინძლეს

20 იანვარიც გავიდა, მაგრამ "ოცნებისთვის" მძიმე რეალობა არ შეცვლილა.  ერთადერთი, ვისაც ამერიკელი   მაღალჩინოსნები ელაპარაკებიან, სალომე ზურაბიშვილია. საქართველოს პრეზიდენტი ხვდება რესპუბლიკელებსაც, დემოკრატებსაც  და ეუბნება ქართველი ხალხის სათქმელს - იმოქმედეთ რეჟიმის  წინააღმდეგ და მხარი დაუჭირეთ   საქართველოს მოქალაქეებს. გავლენიანმა სენატორებმა სალომე ზურაბიშვილს ერთმანეთის მიყოლებით უმასპინძლეს.

მათ შორის აუდიენცია შედგა ქართველი ხალხის აქტის ავტორებთან, იმ  პოლიტიკოსებთან, რომლებიც "ოცნების" რეჟიმის დასანქცირებაზე მუშაობენ. ახლა კი  მთავარია რას იტყვის დონალდ ტრამპი საქართველოზე. სალომე ზურაბიშვილი არ მალავს რომ სურს, შტატების პირველი პირის მხრიდან მოისმინოს მკაფიო განაცხადი-26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება მართავს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.