"ეს ქვეყანა არ იქნება ბიძინა ივანიშვილის ფულის საცავი" - სამადაშვილი
"ეს ქვეყანა არ იქნება ბიძინა ივანიშვილის ფულის საცავი" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განცხადება "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან წნეხით და ქართველი საზოგადოების მიერ რეჟიმზე "ტოტალურად შეტევით", "ქართული ოცნება" უკან დაიხევს.
წინააღმდეგობის დიდი მოძრაობა სახალხო პროცესად უნდა დარჩეს. რეჟიმისთვის უფრო რთულია გაანადგუროს საჯარო/სახალხო პროტესტი, რომელსაც პოლიტიკური თავი არ აქვს, რომელსაც წააჭრის და ამით პროტესტს ჩაახშობს. ცხადია, საზოგადოებას რეჟიმზე ტოტალური შეტევა უნდა ჰქონდეს მუდმივად. ამით და გარე ზეწოლით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ამათ უკან დახევა მოუწევთ. ეს ქვეყანა არ იქნება ბიძინა ივანიშვილის ფულის საცავი და რუსეთის გაურკვეველი ტერიტორია, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.