"ბრიტანეთის საგარეოდან წერილი მივიღეთ, რომელშიც ბოჭორიშვილი "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრადაა" მოხსენებული, ზურაბიშვილი პრეზიდენტად" - "თავისუფლების მოედანი"
პარტია "თავისუფლების მოედანი" სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისიდან წერილი მიიღეს, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრადაა მოხსენებული, ხოლო სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად.
მათივე ცნობით, "წერილში ბრიტანეთი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის მხარეს დგას".
სრულად არიან ინფორმირებული საქართველოში რეპრესიების შესახებ, გმობენ ძალის გამოყენებას მშვიდობიანი ხალხისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ" - წერია განცხადებაში.
"თავისუფლების მოედანი" იმასაც აცხადებს, რომ პარტიის წევრმა, დავით ჯინჭარაძემ ერთი კვირის წინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისს და რამდენიმე ბრიტანელ პარლამენტარს ბათუმში მიმდინარე რეპრესიების შესახებ შეატყობინა, რომლის თვითმხილველიც თავად იყო.
დეტალურად მოვუყევი მზია ამაღლობელის უკანონო დაჭერაზე და ირაკლი დგებუაძის თავხედობაზე. ვისაუბრე ირაკლი დგებუაძის და სხვა დამნაშავეების სანქცირებასა და დასჯის აუცილებლობაზე, ასევე, მზიასთვის და ყველა პოლიტპატიმრისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაზე", - ჯინჭარაძე.