აშშ-ის გადაწყვეტილებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტია - სალომე ზურაბიშვილი

23.01.25 10:33
აშშ-ის გადაწყვეტილებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტია - სალომე ზურაბიშვილი

თუ სუსტი რუსეთი რეგიონში დომინაციას აღადგენს, დასუსტდება ამერიკა - ვაშინგტონში ჩასულმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე  American Enterprise Institute-ში დისკუსიაზე ისაუბრა.

როგროც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, აშშ-ის გადაწყვეტილებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტია,  რადგან ეს გადაწყვეტილებები რეგიონში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად ამერიკის ძლიერებას აჩვენებენ.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მუდმივად იყოს თქვენს გონებაში. საქართველო არსებობისთვის ბრძოლის ეტაპზეა, სადაც ფართომასშტაბიანი მობილიზებაა დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგობრივი გამოწვევების დასაძლევად. 
ქართველი ხალხი ძლიერ ამერიკას ელოდება, რომელიც აჩვენებს და ეტყვის ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს რომ კავკასია და ზოგადად ეს რეგიონი არ არის ის, რომლის გავლენის ქვეშ მოქცევა მას შეუძლია. რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის მცდებლობებს აღადგინოს დომინაცია. ამერიკის მხარდაჭერა ამ ძალისხმევის წინააღმდეგ ბრძოლაში არის გადამწყვეტი. თუ სუსტი რუსეთი დომინაციას აღადგენს, ეს ამერიკასაც დაასუსტებს. ქართველი ხალხი მზადაა იბრძოლოს თავისი დამოუკიდებელობისთვის. 
ამერიკის ყოფილი ხელისუფლება ნაკლებად ჩართული იყო საქართველოსთან დაკავშირებით. მაგალითად, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩვენს ქვეყანაში არასდროს ჩამოსულა. 
აშშ-ის გადაწყვეტილებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტია, რადგან ეს გადაწყვეტილებები რეგიონში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად ამერიკის ძლიერებას აჩვენებენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.