რეჟიმი თავისთავად დამარცხდება, რადგან რთულია მისი შენარჩუნება პატარა ქვეყანაში, სადაც მას არ აღიარებენ - ზურაბიშვილი
დღეს დრო შესაძლებლობისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახალი არჩევნები ჩანიშნოს, ჯერ არ დამდგარა - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზზურაბიშვილმა შტატებში, American Enterprise Institute-ის დისკუსიაზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, რეჟიმი უფრო მეტად შედის რეპრესიულ ეტაპზე, თუმცა ისიც ცხადი ხდება, რომ ის მის მხარდამჭერებს კარგავს.
რეჟიმი თავისთავად დამარცხდება, რადგან რთულია მისი შენარჩუნება პატარა ქვეყანაში, სადაც მას არ აღიარებენ - აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
დღეს დრო შესაძლებლობისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახალი არჩევნები ჩანიშნოს, ჯერ არ დამდგარა. რეჟიმი უფრო მეტად შედის რეპრესიულ ეტაპზე, რაც ჯერჯერობით არ ტოვებს კომპრომისების სივრცეს ან საუბრის სივრცეს. ერთადერთი პასუხი რასაც ვიღებთ არის რეპრესიის სხვადასხვა ფორმა. თუ პესიმისტურად შევხედავთ, ასეთი რეჟიმები შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ვხედავთ პირველად ნიშნებს, რომ მთავრობა მის მხარდამჭერებს კარგავს. რეჟიმი თავისთავად დამარცხდება, რადგან რთულია მისი შენარჩუნება პატარა ქვეყანაში, სადაც მას არ აღიარებენ, ჩინეთი თუ ირანი კი რეალური პარტნიორები არ არიან, ისინი ახლა პოლიტიკური პარტნიორები არიან და ამას არ შეუძლია რეჟიმის გაძლიერება, ფინანსურად, ეკონომიკურად. ისინი რეჟიმს ვერაფერს შესძენენ"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.