"ვინ ეკითხება ბიზნესმენს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას" - კობახიძე
"ქართული ოცნების" პრემიერი თავისუფელი ბიზნესის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე კამერების წინ ამტკიცებდა, რომ ქართველ ბიზნესმენებს არავინ ეკითხება, დაინიშნება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები.
მეტიც, ივანიშვილის გუნდის წევრი მმართველი პარტიის ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ კრიტიკულად განწყობილ ბიზნესმენებს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში სდებს ბრალს და ირწმუნება, რომ პეტიციის ხელმომწერებს "გახარიას, სააკაშვილის, გვარამიას პარტიების ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ".
ვინ ეკითხება ბიზნესმენს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას. ასეთი ადამიანები, ვისაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება, მუდმივად საუბრობენ კრიზისზე, რომელიც არასდროს არ დადგა, მადლობა ღმერთს, ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება.
როდესაც ხელს აწერ პეტიციას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ამით შენ ადასტურებ, რომ გინდა, ხელისუფლებაში დაბრუნდეს სააკაშვილის პარტია, გვარამიას პარტია, ხაზარაძეს პარტია, გახარიას პარტია, ბიზნესრეკეტი. ეს უნდათ ამ ადამიანებს. არავითარი ევროპა, რუსეთი არ არის აქ.
თუ ეხება ბიზნესს მათი აზრი, გავითვალისწინებთ. თუ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, ნაცების დაბრუნებას, ანუ, ბიზნესრეკეტის დაბრუნებას, ამას ვერ გავითვალისწინებთ, მაგრამ სადაც ისინი საუბრობენ ობიექტურად ბიზნესის ინტერესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათი საუბარი უნდა გავითვალისწინოთ", - ამბობს ირაკლი კობახიძე.