ივანიშვილი სანქციებისთვის მზად არ იყო, ეგონა, რომ დასავლეთი ხუმრობდა - გიგაური
ქართველი ოლიგარქის მიერ საქართველოში საკუთარი ქონების ფორსირებულ რეჟიმში გადმოტანის ფონზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრიტანული სანქციებისთვის მზად არ იყო.
"(ივანიშვილს) მას ეგონა, რომ დასავლეთი ხუმრობდა, როდესაც ეუბნებოდა, რომ პრობლემები შეექმნებოდა" - ამბობს ეკა გიგაური "პირველებთან" და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების შემდეგ, მისივე კომპანიებს ფუნქციონირება გაუჭირდებათ.
როდესაც საუბარია კონკრეტულ სანქციებზე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნება, თუ ბრიტანეთიდან, ეს სანქციები უნდა შეასრულოს არა მხოლოდ ივანიშვილმა, არამედ კონკრეტულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ჩვენთან არსებული ბანკები ვალდებულები არიან, რომ ეს ყველაფერი შეასრულონ. ძალიან გაუჭირდება მას, რომ ამ კომპანიებმა იფუნქციონირონ. რაც შეეხება სწრაფ რეჟიმში თავისი აქტივების გადმოტანას, როგორც ჩანს, ის არ იყო მზად ამ ყველაფრისთვის. მას ეგონა, რომ დასავლეთი ხუმრობდა, როდესაც ეუბნებოდა, რომ პრობლემები შეექმნებოდა", - ამბობს ეკა გიგაური.
ამერიკის შეერთებული შტაბების შემდეგ დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის სანქცირებას დიდ ბრიტანეთში უკვე მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს. ოლიგარქის შავ სიაში შეყვანას მომხრეები ლეიბორისტულ პარტიაშიც გამოუჩნდა, რომელიც ახლა მმართველ ძალას წარმოადგენენ.