თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც - ზვიად ცეცხლაძის წერილი

23.01.25 18:05
თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც - ზვიად ცეცხლაძის წერილი

თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც - ამის შესახებ პრო-ევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებული ზვიად ცეცხლაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

სტუდენტი რეჟიმის მსხვერპლს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სოლიდარობას უცხადებს. 

“ჟურნალისტის დაპატიმრება რეპრესიების სხვა, უფრო სასტიკი მაგალითია. გაცილებით მძაფრი და საზოგადოებისთვის მავნე. თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც. ჟურნალისტები არის ხიდი დღევანდელ ჯოჯოხეთისა და იმ სამშვიდობოს შორის, სადაც ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ. ჩემი სოლიდარობა მზია ამაღლობელს, როგორც ძლიერ ქალს და ძლიერ ჟურნალისტს”.- წერს პატიმარი. (წერილს "დაფიონი" ავრცელებს). 

„თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფალი სიტყვის სიმბოლოს“ - ეს კომენტარი კი ზვიად ცეცხლაძის წერილს მისმა მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ დაურთო. 

19 წლის სტუდენტი 4 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ძალადობას  გეგმავდა და ხელმძღვანელობდა.