სისტემის მხილება სასამართლო დარბაზში - გიორგი ახობაძემ დღეს პროკურორს მკვლელი ეძახა

23.01.25 20:27
სისტემის მხილება სასამართლო დარბაზში - გიორგი ახობაძემ დღეს პროკურორს მკვლელი ეძახა

"თქვენ არ მიეცით ქართველ დედას [საშუალება], თავისი ცხოვრების ბოლო დღეები გაეტარებინა თავისი შვილის გვერდით. თქვენი გადაწყვეტილებით და მოთხოვნის გამო, აღკვეთის ღონისძიების [პატიმრობის] მოთხოვნის გამო გთვლით მკვლელად" - სინდისის პატიმრის, მიმართვის ობიექტი დღეს ივანიშვილის რეჟიმი იყო. განსასჯელის სკამიდან პატიმარმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ სიტყვა  ახლად გარდაცვლილ დედაზე საუბრით დაიწყო.

არ მორიდებია ეთქვა, რომ დღეს ქვეყანას მართავს მკვლელი რეჟიმი, რომელიც მზად არის უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩასვას, რომ ქუჩაში პროტესტის ხმა აღარ ისმოდეს. გიორგი რომელიც მძიმე ავადმყოფი დედის ერთადერთი მომვლელი იყო ციხეში გაუშვეს, დედა კი გიორგი პატიმრობის დროს დაიღუპა.

სინდისი პატიმარმა დედის გარდაცვალება 1 კვირის წინ ციხეში შეიტყო. პროევროპული აქციების მონაწილე,  პროფესიით ექიმი 1 თვის წინ დააკავეს.  ახობაძეს რეჟიმი უმძიმესი მუხლებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ასამართლებს, თუმცა ადვოკატების თქმით, საქმის მასალებითაც ცხადი ხდება რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, მისი პროტესტის აქტიურობის ვიდეომიმართვების და კრიტიკის გამო. 

დღეს თბილისის საქალაქოს სასამართლოს დარბაზებში, სინდისის პატიმრების პროცესები ერთ მეორეს მიყოლებით მიდიოდა. განსასჯელის სკამზე იჯდა სინდისი კიდევე ერთ პატიმარი ჟურნალისტი ნიკა კაცია. მისი საქმე, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, ნინო თარაშვილს ჩაბარდა.

კაცია პოლიციამ ქუჩაში ტაქსიში დააკავა და მოგვიანებით განუმარტა რომ მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ქონას ედავებოდა. რეჟიმის პატიმრის ოჯახი და ადვოკატი დღეს ირწმუნებოდნენ რომ არსებობს მოწმე ტაქსის მძღოლი რომელიც ამბობს, რომ ქოროს მოწმეა და შეესწრო როგორ ჩაუდეს ნივთიერება დაკავებულს. 

სინდისის პატიმრების პროცესი - სოფო ნიაური დეტალებით