საქართველოს მოქალაქეების წამება აქციების დარბევის დროს - ასობით საქმის შესწავლით ეუთო ინტერესდება

23.01.25 21:17
საქართველოს მოქალაქეების წამება აქციების დარბევის დროს - ასობით საქმის შესწავლით ეუთო ინტერესდება

საქართველოს ისტორიაში პირველად, ეუთომ ვენის მექანიზმი აამოქმედა. რაც იმას ნიშნავს, რომ აქციაზე ნაწამები და ნაცემი მოქალაქეების საქმეების გამოძიებას ეუთოს წევრი 38 ქვეყანა დააკვირდება, ახლა ისინი პასუხს მოსთხოვენ ივანიშვილს რეჟიმს გამოუძიებელ საქმეებზე. შეკითხვებისთვის პასუხი ხელისუფლებას უნდა გაეცა, მაგრამ რადგან არის მაღალიო ალბათობა იმის, რომ უფლებების დარღვევაზე "ოცნება" ინფორმაციას არ გასცმეს,  წერილობითი ინფორმაცია საიამ წარადგინა.

საიამ ეუთოს წარუდგინა ინფორმაცია აქციების დროს ნაწამებ და ნაცემ მოქალაქეებთან დაკავშირებით, როგორ არ ხდება ამ საქმეების ეფექტური გამოძიება. როგორ დუმს რეჟიმი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშემშლელ ფაქტებზე.  იმის გამო რომ დანაშაულების სია გრძელია, გამოძიებული საქმეები კი მოკლე, საია მოსკოვის  მექანიზმის ამოქმედებას ითხოვს, რაც დამოუკიდებელ საერთაშორისო მოკვლევას გულისხმობს.

საპროტესტო აქციების დროს არა ერთ მოქალაქე გახდა სპეცრაზმელების მხრიდან არაადამიანური მოქცევის მსხვერპლი, ზოგს ნიღბიანი ადამიანები დაესხნენ თავს, ზოგიც დარბევების დროს გამოყენებული სპეცსაშუალებებით  დაშავდა თუმცა დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე მხოლოდ 52 მოქალაქემ მიიღო, რაც რეალურ რაოდენობას ძალიან ჩამორჩება.  დაშავებულები აცხადებენ, რომ მათი შელახული უფლებების გამოძიების სურვილი სახელმწიფოს არ აქვს.