ხელოვანების სამოქმედო გეგმა ცნობილია - ქვეყანაში პროტესტის ახალი და სრულიად განსხვავებული ეტაპი იწყება

23.01.25 20:01
ხელოვანების სამოქმედო გეგმა ცნობილია - ქვეყანაში პროტესტის ახალი და სრულიად განსხვავებული ეტაპი იწყება

საქართველო ისტორიაში პირველად - სცენა ქუჩაში და საპროტესტო მანიფესტი რეჟიმის წინააღმდეგ მსახიობების მონაწილეობით. საქართველოში პროტესტმა დღეიდან სულ სხვა მასშტაბი და ფორმა მიიღო. 

დღეს ხალხის მოთხოვნებს სცენიდან ქვეყნის წამყვანი მსახიობები აჟღერებდნენ. "ყველას ვერ დაგვიჭერთ" - ეს იყო "ახალი თეატრის" მანიფესტის მთავარი სათქმელი. ტიროდა ხალხი და ტიროდა დასი.  

"თავისუფლება ანდროს და თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს" -  ხელოვანების სამოქმედო გეგმა ცნობილია.  ქვეყანაში პროტესტის ახალი და სრულიად განსხვავებული ეტაპი იწყება. თეატრი რეგიონებში გადის. "ნახავთ, რა შეუძლია თეატრს" - დავით დოიაშვილმა და მსახიობებმა  დღეს რეჟიმს უსიამოვნო გასტროლები დაუანონსეს. ხვალიდან  ხელოვანების ბრძოლა თავისუფლებისთვის  მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება.