ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია, სადამდეც ხალხი მიუშვებს - გიორგი ბაჩიაშვილი
ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია, სადამდეც ხალხი მიუშვებს - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილი გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივად უდნა აჩვენონ სიმტკიცე, რათა “მან ქვეყნის მომავლის დაღუპვა არ გააგრძელოს.“
ჩვენმა პროტესტმა და საერთაშორისო საზოგადოებამ, თავისი სიმტკიცით უნდა აჩვენოს და არ უნდა მისცეს საშუალება ამ უზურპატორს, რომ ჩვენი ქვეყნის გამოხვრა და ჩვენი მომავლის დაღუპვა გააგრძელოს. ივანიშვილი თავისი ნებით არ გაჩერდება, ის ყოველთვის წავა ესკალაციის გზით, მეტი ძალადობით, მეტი დაჭერით, მეტი კონტროლით, რადგან სხვა გზა მან არ იცის“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.