სუს-ი ჩვენ ვეღარ გვისმენს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ახლა საკუთარ გუნდს უსმენს- ალეკო ელისაშვილი

23.01.25 22:56
სუს-ი ჩვენ ვეღარ გვისმენს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ახლა საკუთარ გუნდს უსმენს- ალეკო ელისაშვილი

სუს-ი ჩვენ ვეღარ გვისმენს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ახლა საკუთარ გუნდს უსმენს- ეს განცხადება გადაცემა “რეაქციაში“ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. 

მისი თქმით, ამ ხელისუფლების “ჩამოფშვნის“ პროცესი დაწყებულია და მალე დასრულდება.

“ესენი მაგარი დალეწილები არიან და ჩამოიშლებიან აუცილებლად“,- თქვა ელისაშვილმა.

ახლა პირველი სერიოზული ტიპი, ვინც გამოვა მაგთაგან და იტყვის, არა ძმაო, აღარ მინდა ამ დავიდარაბაში, ან უცხოეთში გაიქცევა ან სადმე, აი, მერე ძალიან მალე ჩამოიფშვნებიან ესენი. ეს პროცესი დაწყებულია. დაძვრებიან, ლაპარაკობენ, რომ ეს კაცი სადღაც ჯანდაბაში მიგვათრევს. ჯუჯღუნია პოლიციაში და ჯარში. მინდა ყველა გავამხნევო, ტყვეები განსაკუთრებით. გაუძელით მეგობრებო, ცოტა დაგვრჩა. გინდა დაგვიჭირონ, ყველას ვერ დაგვიჭერენ. ესენი მაგარი დალეწილები არიან და ჩამოიშლებიან აუცილებლად“, - განაცხადა ელისაშვილმა.