"ბრიტანეთი უნდა შეუერთდეს ამერიკას და დაასანქციროს პუტინის თოჯინა საქართველოში" - ნეით სიბლის სტატია ივანიშვილზე
"ბრიტანეთი უნდა შეუერთდეს ამერიკას და დაასანქციროს პუტინის თოჯინა საქართველოში" - ამ სათაურით "ჰადსონის ინსტიტუტის" კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი, ნეით სიბლი ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში წერია, რომ "ბიძინა ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად გამოყენება, მაგრამ თუ ამას აკეთებენ, ამიერიდან უნდა იცხოვრონ შიშით, რომ გაერთიანებული სამეფო, მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, სანქციების ძალას გამოიყენებს".
ნეით სიბლი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს პოტენციურ დიქტატორად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია თავის რეალურ ზრახვებს, დაანგრიოს მოსახლეობის მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და სანაცვლოდ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ დააბრუნოს, არ მალავას.
გაერთიანებული სამეფოს ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა ჩინეთის, რუსეთის, ირანის და სხვა კლეპტოკრატიული დიქტატურის აღზევების ხელშეწყობაზე, რომლებმაც გააძლიერეს თავიანთი მმართველობა შინ და ახლა მიზნად ისახავენ გლობალური წესრიგის დამხობას და დასავლეთის ჩანაცვლებას, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პოტენციური ბერკეტები ამ რეჟიმებზე - თუ მთავრობა საკმარისად გაბედული იქნება, რომ ის გამოიყენოს...
ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პოტენციური დიქტატორი. მისი მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ არ მალავს თავის გეგმას, დაანგრიოს მოსახლეობის მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და სანაცვლოდ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ დააბრუნოს. ივანიშვილმა ასევე გახსნა თავისი ქვეყანა და ევროპა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამღუპველი გავლენისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად მოწვევით“, - აღნიშნულია სტატიაში.
ვრცელ სტატიაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი 95 კომპანია გამოავლინა, რომლებიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
ამ კუნძულებს, როგორც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს, მოეთხოვებათ სანქციების აღსრულება კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვით და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების გაყინვით. ივანიშვილის მსგავსი კლეპტოკრატები იშვიათად არიან ისეთი სულელები, რომ თავიანთი კვერცხი ერთ კალათაში შეინახონ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი საზღვარგარეთული ფინანსური აქტივები BVI-ს ან კაიმანის საბანკო ანგარიშებზე იყოს. ის განთავსებულია სხვა იურისდიქციებში მსგავსი სუსტი ზედამხედველობით, მაგრამ უკეთესი ფინანსური სექტორებით“, - აღნიშნულია სტატიაში.
სიბლი წერს, რომ საბედნიეროდ, სანქციების საფრთხე ხშირად საკმარისია სხვა იურისდიქციების ბანკების დასარწმუნებლად, რომ შეწყვიტონ თვალის დახუჭვა და საეჭვო კლიენტთან ურთიერთობა. აშშ დოლარის გლობალური როლის გათვალისწინებით, ვაშინგტონს ამ მხრივ ყველაზე დიდი გავლენა აქვს. მაგრამ დიდი ბრიტანეთი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მაკკლირი არ არის ერთადერთი პარლამენტარი, რომელმაც ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებაში გაერთიანებული სამეფოს უცნაური გაჭიანურება შეამჩნია. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ასევე მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს, დაუყონებლივ დაუწესოს სანქციები ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობარს, ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებს და მაცოცხლებელთა (enablers) ქსელს. ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გამოყენება მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად, მაგრამ თუ ამის გაკეთებას აგრძელებენ, ამიერიდან უნდა იცხოვრონ შიშით, რომ გაერთიანებული სამეფო გამოიყენებს სანქციების ძალას მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნულია სტატიაში.