"ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო" - კობახიძე პარტნიორებს შანტაჟში ადანაშაულებს

24.01.25 15:36
"ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო" - კობახიძე პარტნიორებს შანტაჟში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" პრემიერს ისრები სტრატეგიულ პარტნიორებზე გადააქვს - ირაკლი კობახიძე დღესაც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა თუ რეჟიმის მსახურებისთვის სანქციების დაწესება შანტაჟია. 

"სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ" - ირწმუნება ირაკლი კობახიძე, რომელიც ასევე ამბობს რომ "მისთვის ეს საკითხი ნაკლებად საინტერესოა".

ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი - ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, - განაცხადა კობახიძე.