კალაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის დასანქცირება უსამართლობაა
თბილისის მერი, კახა კალაძე სტრატეგიული პარტნიორების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას უსამართლო გადაწყვეტილებად აცხადებს.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი კამერის წინ დღესაც ირწმუნებოდა, რომ დასავლეთისგან ვერანაირი განმარტება მოისმინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიყვანეს მათივე პარტიის დამფუძნებელი შავ სიაში.
ჩვენ დიდ უსამართლობას ვხედავთ. ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რატომ დასანქცირდა ბიძინა ივანიშვილი. ყველაფერს რუსულს არქმევენ, როდესაც საქმე პატრიოტიზმს ეხება. დღევანდელ მსოფლიოში ისეთი უსამართლობები ხდება, რომ წარმოუდგენელია რაიმე წინასწარ იფიქრო და გააკეთო განმარტება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უსამართლობა მალე დასრულდება, ბევრი რამ შეიცვლება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში", - ამბობს კახა კალაძე.