სანქციების პირველი ტალღა EU-გან - "ოცნების" მაღალჩინოსნებს სავიზო რეჟიმი უწესდებათ
დღეიდან ევროკავშირში "ქართული ოცნების" ლიდერების და რეჟიმის მსახურების სამსახურეობრივ და დიპლომატიურ პასპორტებს ჩალის ფასი აქვს. რიგითი მოქლაქეები ევროკავშირის 27 ქვეყანაში უფრო მარტივად ჩავლენ, ვიდრე ლურჯი და შავი პასპორტის მფლობელი ოლიგარქ ივანიშივლის მხარდამჭერები. პირველად საქართველოს ისტორიაში ევროკავშირმა მოქმედ რეჟიმს გაერთინებული სანქცია დაუწესა. დოკუმენტი მინისტრრების დონეზე ორშაბათს გაფორმდება, თუმცა დღეს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სანქცირებას მწვანე შუქი აუნთეს.
ირკვევა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს უარზე მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი იყო, მაგრამ მათმა წინააღმდეგობამ ვერაფერიი შეცვალა. კვალიფიციური უმრავლესობით ანუ 25 ხმით ბრიუსელმა სანქციები დაამტკიცა. "ქართული ოცნების" ყველა ჩინოვნიკი, ვინც დიპლომატიური ან სამსახურეობივი პასპორტებით სარგებლობს, ახლა ვიზის რიგში უნდა ჩადგეს, რომ ევროკავშირში შეუშვან.
"ქართულ ოცნებას" წინ მძიმე ორშაბათი ელოდება. წელს პირველად, ბრიუსელში სანქციების შესახებ დიალოგი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ახლდება. ახლა საინტერესოა, რა წინადადებით მივა კაია კალასი მინისტრებთან შეხვედრაზე და იქნება თუ არა ეს სანქციების ახალი პაკეტი.
ევროკომისიას ოლოგარქი ივანშვილისთვის სანქციების დაწესება ევროაპარლამენტმა რამდენიმე დღის წის მოსთხოვა, რომ სანქციები იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე დიპლომატიური პასპორტებსთვის სავიზო სანქციებია.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.