პრეზიდენტი ზურაბიშვილი: "ელიტა ნერვიულობს - ამერიკული სანქციები ნამდვილად მნიშვნელოვანია"
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების მნიშვნელობაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი France 24-თან ინტერვიუში საუბრობს.
სალომე ზურაბიშვილი გავლენიან მედიასთან პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შავ სიაში შეყვანის შემდეგ, "ელიტა ნერვიულობს".
ამასთან, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ევროკავშირს ქმედითი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
ამერიკამ დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ უკვე ვგრძნობთ, რომ ელიტა სანქციების გამო ნერვიულობს, რადგან ამერიკული სანქციები ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაგრამ არსებობს რეალური პრობლემა ევროკავშირისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ გაატაროს საგარეო პოლიტიკა კავკასიაში, სადაც ასევე სომხეთი ელოდება ევროპისკენ შებრუნებას. თუ ევროკავშირს არ აქვს ინსტრუმენტები, ან თუ მისი ინსტრუმენტები დაბლოკილია ვეტოთი, მაშინ ის ვერ გახდება ნამდვილი მოთამაშე", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.