ტრამპი ძლიერ ამერიკაზე საუბრობს... აბა, როგორ არის ამერიკა ძლიერი, თუ შავი ზღვა მისი ფლოტისთვის დაკეტილია - ზურაბიშვილი
"ტრამპი ძლიერ ამერიკაზე საუბრობს... აბა, როგორ არის ამერიკა ძლიერი, თუ შავი ზღვა დაკეტილია მისი ფლოტისთვის?" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, "არსებობს მთელი სტრატეგიული, რეალური სამყარო, რომელსაც ტრამპი უნდა დაუპირისპირდეს".
ვფიქრობ, ტრამპიც რეალისტია... მთავარი მესიჯი, რაც მის ინაუგურაციაზე გავიგე, იყო ის, რომ ის საუბრობს ძლიერ ამერიკაზე. აბა, როგორ არის ამერიკა ძლიერი, თუ 3,7-მილიონიან პატარა ქვეყანას შეუძლია, უცებ დასავლეთს გადაუხვიოს, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ შებრუნდეს? და რას აკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა დაკეტილია ამერიკული ფლოტისთვის? ასე რომ, არსებობს მთელი სტრატეგიული, რეალური სამყარო, რომელსაც ტრამპი უნდა დაუპირისპირდეს, ზოგიერთი იდეოლოგიის მიმართ სიმპათიების მიღმა." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.