"მოსკოვში კობახიძის გადაწყვეტილებას ტაში დაუკრეს, რუსეთი "ოცნებას" კომპლიმენტს ეუბნება" - ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გავლენიან ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქვეყანაში რუსეთის ინტერესების გატარებასთან დაკავშირებით მწვავე გზავნილებს აჟღერებს.
ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი კამერების წინ პირდაპირ აცხადებს, რომ "ოცნების" პრემიერის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე, მოსკოვში ტაში დაუკრეს.
"რუსეთი "ოცნებას" ყველა გადაწყვეტილებაზე კომპლიმენტს ეუბნება" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის, მმართველ პარტიას რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება რომ სურს.
ხალხი ქუჩაში დგას, თითქმის, 60 დღეა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გამოუშვან უკანონოდ დაპატიმრებული ხალხი. ეს მეორე მოთხოვნა დაემატა მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერმა თქვა, რომ ევროპასთან მოლაპარაკებებს შეაჩერებენ. ეს იყო პროტესტის შემდეგ კიდევ ერთი დიდი ტალღა ხალხის გაბრაზების. ახლა არის დრო, რომ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, როგორც ამას აკეთებენ უკრაინა და მოლდოვა.
ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. 5-10 წელში არ ვიცით, რა მოხდება. ენდომება თუ არა ევროპას ჩვენი მიღება. მოსკოვში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ტაში დაუკრეს. თითქმის, სულ ასეა. რუსეთი კომპლიმენტს ეუბნება "ქართულ ოცნებას" ყველა გადაწყვეტილებაზე. ამიტომ ხალხი მიხვდა, რომ "ოცნებას" უნდა რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.