"ოცნება" მუშაობს იმაზე, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის წინაშე მარტო დარჩეს - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

25.01.25 14:12
"ოცნება" მუშაობს იმაზე, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის წინაშე მარტო დარჩეს - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ივანიშვილის რეჟიმსა და დიქტატორულ მმართველობას შორის დიდი ტოლობის ნიშანს სვამს - სალომე ზურაბიშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიმართულება და ახალი ოცნება საერთაშორისო იზოლაციაა. 

ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი გავლენიან გამოცემასთან "ქართულ ოცნებას" ამხელს და პირდაპირ ამბობს, რომ დღესდღეობით ივანიშვილის რეჟიმის მსახურები რუსეთისა და ჩინეთის წინაშე საქართველოს მარტო დარჩენისთვის მუშაობენ. 

"იზოლაცია თუ ეხება ლიდერებს, რომლებიც დიქტატურას ირჩევენ დღეს, არ უნდა ეხებოდეს ქვეყანას, ამის გამო ვთხოვ პარტნიორებს დახმარებას" - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი "ამერიკის ხმასთან". 

იზოლაცია არის დღევანდელი რეჟიმის მიმართულება და მათი ერთგვარი ახალი ოცნება. ამაზე მუშაობენ, რომ საქართველო დარჩეს მარტო, დარჩეს მარტო რუსეთის წინაშე პოლიტიკურად თუ უსაფრთხოების კუთხით და ჩინეთის წინაშე ეკონომიკურად. ეს არ არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის ოცნება იყო რეალურად ამ მთელი 30 წლის მანძილზე, რაც მოყვება დამოუკიდბელობის შემდგომ.

ამდენად, ჩემი როლი, როგორც ხმა ამ სახელმწიფოსი, რომელსაც სხვა ლეგიტიმური ხმა აღარ აქვს, არის ის, რომ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება იმისთვის, რომ ეს იზოლაცია თუ ეხება ლიდერებს, რომლებიც დიქტატურას ირჩევენ დღეს, არ უნდა ეხებოდეს ქვეყანას, არ უნდა ეხებოდეს საზოგადოებას, არ უნდა ეხებოდეს ჩვენს ხვალინდელ ეკონიმიკას. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს ყველა პარნტიორთან, რომ დღეს დაგვეხმარონ იმისთვის, რომ ხვალ კიდევ უფრო დაეხმარონ საქართველოს." - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.