აბუ-დაბის სკანდალი - როგორ დააღწიეს თავი ციხეს ივანიშვილის დეპუტატებმა? (ექსკლუზიური დეტალები)
აბუ-დაბისა და დუბაიში შესვლა ივანიშვილის მსახურებს სამუდამოდ აეკრძალათ - ირაკლი ზარქუა, გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე და გოჩა ენუქიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების კანონების დარღვევის გამო, ქვეყნიდან გამოაძევეს. არადა, აბუ-დაბი დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთის, ბელორუსის და სხვა დიქტატორული რეჟიმის მხარდამჭერებისთვის ნამდვილი სამოთხეა, აქ სანქციები არ მოქმედებს.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზარქუა, სანიკიძე და სამხარაული თანმხლებ პირებთან ერთად აბუ-დაბიში მილიონერმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ დაპატიჟა, ბრიტანული ჯგუფის Coldplay-ის კონცერტზეც წაიყვანა, მაგრამ როცა ცივი ზამთრის ცხელ ქალაქში გატარებას და დასვენებას აპირებდნენ ციხეში აღმოჩნდნენ.
პატიმრობისთვის თავი რომ დაეღწიათ, თითოეულს ჯარიმა 50 ათასი დირჰამი უნდა გადახდა, რაც დაახლოებით 13 ათას 600 დოლარია. "შაბათის ეთერს" წყარო უყვება, რომ გოჩა ენუქიძემ დაფარა არა მხოლოდ მისი და 3 თანაპარტიელის, არამედ მოქალაქე გიორგი გოგოლაძის ჯარიმაც. იმ ახალგაზრდის, ვინც ზარქუას დასაცავად სასტუმროს პერსონალს თავში თეფში ესროლა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჯარო ქცევის დარღვევა და ფიზიკური ძალადობა მათ შორის ცემა აკრძალულია და კანონით ისჯება. სანქცია პატიმრობა, ფულადი ჯარიმა და დეპორტაციაა. მსუბუქი ცემა თუ დაზარალებულს სერიოზული ფიზიკური ზიანი არ მიუღია ექვსი თვიდან 1 წლამდე ვადით ისჯება, მაგრამ პატიმრობის ვადა ორიდან 10 წლამდე იზრდება თუ დაზარალებულს ტრავმა მიადგა. დაზარალებულ ლაშა გაბიტაშვილს დაზიანებები სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ეტყობოდა. თავი ჰქონდა გატეხილი ადგილობრივი სასტუმროს თანამშრომელსაც, რომელსაც გოგოლაძის ნასროლი თეფში მოხვდა. შესაბამისად, 1 წლამდე პატიმრობით დიდი ალბათობით ვერ გადარჩებოდნენ ქართული ოცნების წევრები ისევ ლაშა გაბიტაშვილს რომ არ გადაერჩინა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სწორედ ლაშამ უთხრა გამოძიებას, რომ პრეტენზია არ ჰქონდა, ამიტომ აბუ დაბის სასამართლო ფინანსური სანქციით შემოიფარგლა.
ივანიშვილის პარტიის ოთხი პოლიტიკოსი, ერთი იმპრესარიო და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, დაკავების შედეგ გვერდიგვერდ საკანში მოათავსეს. იქ ვიდეომეთვალყურეობა მიდიოდა. ირაკლი ზარქუას და მის თანამზრახველებს რამდენიმე დღე იმ კაცის ყურება უწევდათ, ვინც ქუჩაში რუსეთს მონა და სამშობლოს გამყიდველი ეძახა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით აბუ-დაბის იზოლატორში ოცნების წევრებმა მინიმუმ ორი ღამე გაატარეს. გვერდიგვერდ საკნებში იყვნენ დაზარალებული ლაშა გაბიტაშვილი, ოცნების ე.წ დეპუტატები და მათი მხარდამჭერი გიორგი გოგოლაძე. ანუ ექვსივეს ერთმანეთთან კომუნიკაცია თავისუფლად შეეძლოთ.
მოქალაქე გიორგი გოგოლაძეს ყველაზე დიდხნიანი პატიმრობა ემუქრებოდა, რადგან მან თეფშის სწორით დაზიანებები მიაყენა სასტუმროს პერსონალს, რომელიც საამიროების მოქალაქეა.
როგორ აღმოჩნდა აბუ-დაბიში გიორგი გოგოლაძე? - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ის ყოფილ ფოფხაძესთან და მის მეუღლესთან იმყოფებოდა.