ექსკლუზივი: ვინ შეიწყალა ყაველაშვილმა (ჟურნალისტური გამოძიება)

25.01.25 21:43
ექსკლუზივი: ვინ შეიწყალა ყაველაშვილმა (ჟურნალისტური გამოძიება)

როგორ გამოუშვეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერების პატიმარი ოჯახის წევრები? - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა ექსკლუზიური მტკიცებულებები, სადაც ციხიდან გათავისუფლებულები თავად ადასტურებენ, რომ შეწყალებაზე განცხადებები არ დაუწერიათ, მათ ციხის უფროსები იბარებდნენ და უკვე დაწერილ ტექსტებზე ხელს აწერინებდნენ. 

613 სისხლის სამართლის საქმე გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, მისი ძმა აკაკი ზამბახიძე ადასტურებს,  რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით 2021 წელის აპრილში დაკავებული შალვა ზამბახიძე სახლშია. 

პოლიციის მაღალჩინოსანი, შალვა ზამბახიძე რეჟიმმა მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით, ციხიდან 20 იანვარს გაათავისუფლა. "შაბათის ეთერის" ჟურნალისტი ზამბახიძეს ადმინისტრაციის თანამშრომლად გაეცნო, ზარის მოტივად კი ფაქტის გადამოწმება დაუსახელა. მან დაადასტურა, რომ შეწყალების აქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ დაუწერია. ციხეში დაბეჭდილი ფურცელი მიუტანეს და ხელი მოაწერეს, 17 იანვარს, 20-ში კი უკვე სახლში იყო. 

ანონიმური წყარო, რომელიც ამ პროცესის შესახებ ინფორმაციას ფლობს, "შაბათის ეთერს" წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ ყაველაშვილის ხელით ციხიდან ის ხალხი გამოუშვა, ვის გათავისუფლებასაც  მათ ოჯახებს ხმების სანაცვლოდ არჩევნების წინ დაჰპირდა, ოღონდ ციხიდან ყველა არ გამოუშვეს. პირობა მხოლოდ მათ შეუსრულეს, ვინც ისედაც მათგანი იყო. 

"შაბათს ეთერის" გუნდმა დაადგინა, რომ ციხიდან, შეწყალებით გაათავისუფლეს "ქართლ ოცნების" მხარდამჭერის ძმა ბაღდათიდან -  თორნიკე გრძელიძემ 20 იანვარს დატოვა. ყოფილი პატიმრის ძმა  გვიდასტურებს, რომ განცხადება შეწყალებაზე ციხის ადმინისტრაციამ დააწერინა, ჯერ კიდევ 20 დეკემბერს. 

ანონიმური წყაროს წერილობით განმარტებით ირკვევა, პატიმრებს ციხის ადმინისტრაცია მათი ოჯახების პილოტურ კუთვნილებით არჩევდა, "ოცნების" მხარდამჭერებს კითხვას ავსებინებდნენ და ამის შემდეგ აძლევდნენ შეწყალებაზე, წინასწარ დაწერილი განცხადებას ხელმოწერად. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ანონიმური წყაროს წერილობით განმარტებით  და ჟურნალისტური ექსპერიმენტის ფარგლებში მოპოვებული აუდიო ჩანაწერებით დასტურდება, რომ "ქართლმა ოცნებამ" საარჩევნოდ კრიმინალური სამყაროს წინაშე აღებული ვალების გასტუმრებაზე ზრუნვა დეკემბერში დაიწყო. 

"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ ციხე ქართლი ოცნების საარჩევნო შტატები კაპიტნის - ლექსო კობაიძის ხუთმა კლიენტმაც დატოვა.

დიდი სკანდალის მიმთხვევად მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს მუხლებს, რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები გაათავისუფლეს. ამ თემაზე აკრძალული აქვთ საუბარი ციხის უფროსებსაც. 

ვინ შეიწყალა ყაველაშვილმა -  თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი