ვინ არის პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელის ციხეში გაშვება თავდაპირველად, საკუთარ თავზე აიღო?

25.01.25 21:38
ვინ არის პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელის ციხეში გაშვება თავდაპირველად, საკუთარ თავზე აიღო?

ვინ არის პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელის ციხეში გაშვება თავდაპირველად, საკუთარ თავზე აიღო? - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბესელია ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, აჭარის რეგიონში "ქართული ოცნების" მთავარი დასაყრდენია. სწორედ მან დააკავა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპროტესტო სტიკერი გაკვრისთვის. 

ვიდრე ივანიშვილის რეჟიმის ფავორიტი პოლიციელი გახდებოდა, ის ვანო მერაბიშვილის რჩეული იყო. 

  • გრიგოლ ბესელიას გვარმა გაიჟღერა 2009 წელის 15 ივნისს, დიღომში პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირების საქმეში - მაშინდელი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართალდამცველმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს და არა ერთ მომიტინგე სცემეს. "პირველების" მოპოვებული ინფორმაციით,  ამ სადამსჯელო ოპერაციის დროს ადგილზე იმყოფებოდა, თბილისის პოლიციის მაშინდელი მაღალჩინოსანი გრიგოლ ბესელია.

დიდი სკანდალი შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. წლების შემდეგ ეს საქმე ივანიშვილის პროკურატურამ გადმოიბარა, თუმცა საქმის მასალებიდან არსად ჩანს ბესელიას გვარი.