ივანიშვილი დასუსტებულია - ჯონ ჰერბსტი
ივანიშვილის დასუსტებულია, - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ატლანტიკური საბჭოს" წევრი ჯონ ჰერბსტი საუბრობს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საერთაშორისო სანქციების და უწყვეტი დემონსტრაციების ფონზე ივანიშვილის ხელისუფლება კიდევ უფრო დასუსტდება.
ეს ნიშნავს, რომ მიშვნელოვანი მსოფლიო ძალა არ აღიარებს მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად და რომ სხვებიც ასევე მიიჩნევენ. ვვარაუდობ, რომ ეს კიდევ უფრო დაასუსტებდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკვე საკმაოდ სუსტია განგრძობიდი, გამუდმებული დემონსტრაციების ფონზე. საქართველოსთვის შედეგად გარკვეული დონით იზოლაცია დადგება. ძნელია ვარაუდი ზუსტად რამდენად, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, მის პოლიტიკის წარმოებას ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეასუსტებს, - ამბობს ჰერბსტი.