"ოცნება" მოწადინებულია, ქვეყნის იზოლაცია გააღრმავოს და სწორედ ეს არის მოსკოვის მიზანიც - ფრიდი

26.01.25 14:00
"ოცნება" მოწადინებულია, ქვეყნის იზოლაცია გააღრმავოს და სწორედ ეს არის მოსკოვის მიზანიც - ფრიდი

 

ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი დენიელ ფრიდი ფიქრობს, რომ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლბა ქვეყის იზოლაციაში მოქცევას განგებ ცდილობს. მისი თქმით, სწორედ ეს მიზანი აქვს მოსკოვსაც, რომელსაც საქართველოს საკუთარი კოტროლის ქვეშ მოქცევა სურს. 

ამასთან, დიპლომატი ამბობს, რომ ამერიკას და ევროპას დემოკრატიის მხარდასაჭერად ბევრი ხერხი აქვს, თუმცა მტავარი მაინც ქართველი ხალხის გასაკეთებელია.

მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას. ვემხრობი სანქციებს, რომელიც დაწესდა და შეიძლება, მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო. ნამდვილად მესმის ის არგუმენტები, რომლებიც ქართველ დემოკრატებს, დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. მხარეს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით ლეგიტიმაცია აქვს. არსებობს საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერის სხვა გზებიც და ამერიკას და ევროპას ამის დიდი გამოცდილება აქვთ. საქართველოს მომავალი არაა დამოკიდებული იმაზე, რას გავაკეთებთ ჩვენ დასავლეთში. ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა კი ამ დრომდე, ამდენი კვირის განმავლობაში აჩვენა ისეთი თავდადება და სიმამაცე, რამაც, დარწმუნებული ვარ, გააკვირვა „ქართული ოცნება“ და ალბათ მოსკოვიც. საქართველოში ლეგიტიმაციის კრიზისია, „ქართული ოცნების“ როგორც ჩანს, დამახინჯებულად მოწადინებულია, რომ გააღრმავოს იზოლაცია და ეს შესაძლოა, მათი მიზანიც კი იყოს. ეს ნამდვილად იქნება მოსკოვის მიზანი, რომ საქართველოს მთავრობის იზოლირება მოახდინონ და ამით საქართველო კიდევ უფრო მეტად მოექცეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ, - ამბობს ფრიდი.