ქართული დელეგაციის ნაწილი სტრასბურგშია - რაზე ამახვილებს ყურადღებას მესამე სექტორი
სტრასბურგში დაგეგმილი დებატები საქართველოს შესახებ - ქართული დელეგაციის ნაწილი უკვე საფრანგეთშია. მათ შორის არიან როგორც პროდასავლური ოპოზიციური ძალები, ასევე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ ხელთ აქვთ მტკიცებულებები, რომელიც ზუსტად ასახავს, რა მოხდა საქართველოში 26 ოქტომბრის არცევნების შემდეგ.
"სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ევროსაბჭოში ერთ-ერთ ყელაზე ღირებულ ინფორმაციად სწორედ მესამე სექტორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ითვლება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წევრები იყვნენ საქართველოში, ასევე იყო წამების საწინააღმდეგო კომიტეტი იანვარში ჩამოსული საქართველოში და ადამიანი უფლებათა კომისარი. ეს ყველა ვიზიტი განხორციელდა საპარლამენტო ასამბლეის სხდომის წინ, ამიტომ არის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეყვანილი, მათი მოხსენებები იქნება, მაგრამ როგორც წესი, მეც ვიყავი ამ ასამბლეის წევრი წლების წინ, და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ყოველთვის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღირებულ ინფორმაციად. ჩვენ დავესწრებით კომიტეტების სხდომებს, გვაქვს შეხვედრები როგორც პოლიტიკურ, ასევე იურიდიულ კომიტეტში, თავად მონიტორინგის კომიტეტში, ასევე პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით, ფრაქციებთან გვექნება შეხვედრები და ასევე ევროსაბჭოს არაწევრი ქვეყნების დელეგაციებთან, რომლებსაც დამკვირვებლის სტატუსი აქვთ ევროსაბჭოში, - ამბობს თინა ხიდაშელი.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ევროსაბჭო ერთადერთი ორგანიზაციაა, რომლის წევრიც არის საქართველო და ისევე, როგორც სხვა წევრებისთვის, მისთვისაც ევროსაბჭოს ყველა რეკომენდაციის შესრულება სავალდებულოა. მისი თქმით, ამ რეკომენდაციების არშესრულება რუსეთისთვის ერთხელ უკვე ხმის შეჩერებით დასრულდა და შესაძლოა, ასეთივე პრობლემები შეექმნას საქართველოსაც.
ევროსაბჭო არის ერთადერთი ევროპული ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის საქართველო. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვართ ევროკავშირის წევრები და ყველაფერი, რაც ხდება ევროსაბჭოს ფარგლებში და ევროსაბჭოს ეგიდით, არის სავალდებულო ჩვენი ქვეყნისთვის შესასრულებლად. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციები და გადაწყვეტილებები ასევე სავალდებულოა. თავის დროზე, როდესაც რუსეთი არ დაემორჩილა ამ გადაწყვეტილებებს, ამას მოჰყვა სწორედ რუსეთისთვის ჯერ ხმის უფლების შეჩერება, შემდეგ უამრავი სხვა პრობლემა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ევროსაბჭოს მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა კონვენციის ქვეშ არის სწორედ სტრასბურგის სასამართლო, ვენეციის კომისია მისი სტრუქტურული ერთეულია და ბევრი ისეთი ინსტრუმენტი მუშაობს ევროსაბჭოს ეგიდით, რომლის დოკუემნტები, რეკომენდაციები ქვეყნებისთვის არის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო, - ამბ ობს ხიდაშელი.
ქართულ დელეგაციაშია ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელიც ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამის შესახებ ევროპელ პოლიტიკოსებს ანგარიშს გაუზიარებს.
მთავარი არის ის, რომ უფლებათა დაცვაზე ფოკისირებულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სრული სურათი, რა ხდება საქართველოში და ის, რომ ქვეყანაში ყოველდღიურ რეჟიმში იდევნება თავისუფალი აზრი და მაყრდება ავტოკრატია, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
საქართველოს შესახებ რამდენიმე საათში ბრიუსელსა და სტრასბურგში იმსჯელებენ. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, სტრასბურგში კი დებატებია ჩანიშნული.
სხდომას "ოცნების" დელეგაცია და ოპოზიცია დაესწრება. შეხვედრაზე რეჟიმის მამხილებელი მტკიცებულებებით შეიარაღებული მიდის არასამთავრობო სექტორიც. აქციებზე ნაცები, ნაწამები და უკანონოდ დაკავებული ადამიანების შესახებ ხვალ ყველა უფრო მეტს გაიგებს. საუბრის მთავარი თემა იქნება დატყვევებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული დევნაც