შეწყალება ძალაუფლების გასაძლიერებლად - ვის გაუხსნა ციხის კარი ყაველაშვილმა
შაბათის ეთერის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა ის, რაზეც აქამდე პოლიტიკოსები და იურისტები მხოლოდ ვარაუდით საუბრობდნენ. მიხეილ ყაველაშვილმა 613 პატიმრიდან დიდი ნაწილი პოლიტიკური მოტივაციით შეიწყალა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომ გათავისუფლებულთა შორის "ქართული ოცნების" საარჩევნო ორთაბრძოლაში ჩართულთა ოჯახის წევრები არიან.
მხოლოდ ქსნის ციხიდან ჯამში 144 პატიმარი გათავისუფლდა. გამომძიმებელ ჟურნალისტთა გუნდმა მოიპოვა მტკიცებულებები, რომ გათავისუფლებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი შალვა ზამბახიძეა. ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო სასჯელს 2021 წლიდან იხდიდა, თუმცა მისი ოჯახი არჩევნებზე "ოცნებისთვის" ხმებს აგროვებდა, შრომა კი დაუფასეს. შაბათის ეთერს ქართული ოცნების საარჩევნო კაპიტანმა დაუდასტურა, რომ გათავისუფლებულთა შორის ადვოკატ ლექსო კობაიძის ხუთი კლიენტია.
შაბათის ეთერის ციხიდან გათავისუფლებულმა პატიმრებმა დაუდასტურეს, რომ უკვე დაწერილ განცხდებზე ხელი 17 ნოემბერს მოაწერინეს, 20-ში კი უკვე სახლში იყვნენ. გამოდის, რომ 613 განცხადების წასაკითხად, საქმეების გასაცნობად, გასააზრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად ყაველაშვილს ორი დღე ჰქონდა. ჩნდება კითხვა, დღეში 307 პატიმრის საქმე როგორ გაანალიზეს და ერთი საქმის გასაცნობად რამდენი დრო ჰქონდათ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.