ყველაზე ეფექტური და აუცილებელია პერსონალური სანქციების დაწესება "ოცნების" რეჟიმის ლიდერებისთვის - მიხელსონი
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური "ოცნების" ლიდერებისთვის პერსონალური სანქციების დაწესება იქნება. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდისთვის მხოლოდ სავიზო შეზღუდვების დაწესება საკმარისი არაა, რადგან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის მათ აუცილებლად ფასი უნდა გადაიხადონ.
ქართველი ხალხი ახალ არჩევნებს იმსახურებს, რომ საკუთარი ნება გამოხატონ. ბრიუსელში ისმის კითხვა, რა გავაკეთოთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის? როგორც ვიცით, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვის ამოქმედებაზე იმსჯელებენ. მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ შეზღუდვის დაწესებაა საკმარისი. ახლა, რაც ყველაზე ეფექტური და აუცილებლად გასაკეთებელია - ეს არის პერსონალური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" რეჟიმის ლიდერებისთვის, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ყველა იმ პირით დამთავრებული, რომლებიც ძალადობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, - განაცხადა მიკჰელსონმა.