ომბუდსმენის სკანდალი - იოსელიანმა ერთი ინტერვიუთი რამდენიმე მოწყვლადი ჯგუფის უფლება დაარღვია
ათობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახალხო დამცველმა საფრთხის წინაშე დააყენა. ლევან იოსელიანმა ერთი ინტერვიუთი რამდენიმე მოწყვლადი ჯგუფის უფლება დაარღვია. დაასახელა რეგიონი, სადაც ძალადობის მსხვერპლი ადამიანები თავს აფარებენ. ანუ, მოძალადეებს ომბუდსმენის სტატუსის მქონე კაცმა, პრაქტიკულად, მისამართი გაუმხილა.
თითქმის 24 საათია ჯანდაცვის სამინისტროს იურისტები ურჩევენ, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი პირები ან უსაფრთხო თავშესაფარში გადაიყვანონ, ან დაწესებულებასთან დაცვის ზომები გაამკაცრონ, რადგან სახალხო დამცველის ინტერვიუ საათების განმავლობაში იყო ატვირთული ფეისბუქზე, იუთუბსა და ინსტაგრამზე.
იოსელიანს დღეს თავის მართლებაც არ გამოუვიდა. დღის ბოლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღვანების ფაქტის კანონიერების შესწავლა დაიწყო.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.