მხილების დღე სტრასბურგში - რას უნდა ელოდოს ოლიგარქის გუნდი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან
მძიმე ორშაბათი ოლიგარქის გუნდისთვის - საქართველოს შესახებ რამდენიმე საათში ბრიუსელსა და სტრასბურგში იმსჯელებენ. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ივანიშვილის მსახურებისთვის დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევაზე უნდა იმსჯელონ, სტრასბურგში კი დებატებია დანიშნული.
სხდომას ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი დაესწრება. საფრანგეთში წაღებულია რეჟიმის მამხილებელი მტკიცებულებები, ადამიანის უფლებების დარღვევის უპრეცედენტო მასშტაბის დამადასტურებელი დოკუმენტები - აქციებზე ნაცები, ნაწამები და შემდეგ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საქმეები. დებატებზე იქნებიან "ქართული ოცნების" წევრებიც, მათ შორის იუსტიციის ექს მინისტრი თეა წულუკიანი.
რა მოლოდინები აქვთ ოპოზიციას და მესამე სექტორს, ვრცად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.