ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

27.01.25 00:20
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

დღეს, 27 იანვარს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.  ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

არ არის გამორიცხული, მინისტრებმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც განიხილონ.

24 იანვარს, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა"EU-ის ელჩებმა მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე".

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.