როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს?

27.01.25 10:19
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს?

საქართველოში  ღრუბლიანობის მომატება და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ასეთია 27 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი. 

სინოპტიკოსების პროგნოზით,  დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ.   აღმოსავლეთის ქარი   10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +8,  +13°; მთაში დღისით +3, +8°; მაღალმთაში დღისით  0,  +5°.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან  ნისლი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +5, +10°; მთაში დღისით 0,  +5°; მაღალმთაში დღისით -2, +3°.