ქართველი ემიგრანტი ივანიშვილის დეპუტატებს: თქვენი ადგილი ევროპაში არ არის, თქვენი ადგილია რუსეთში
თქვენი ადგილი ევროპაში არ არის, თქვენი ადგილია რუსეთში, თქვენ საქართველოს გამყიდველები ხართ - ქართველმა ემიგრანტმა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგის ერთ-ერთ რესტორანში „ქართული ოცნებიის” დანაყოფის „ხალხის ძალის” წევრებს, ეკა სეფაშვილს და ევროსაბჭოში საქართველოს ელჩს, „ოცნების” ყოფილ წევრს, თამარ ტალიაშვილს უთხრა, რომ ევროპაში მათთვის ადგილი არ არის.
მან სეფაშვილსა და ტალიაშვილს დაპატიმრებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც უხსენა, რომელიც 16 დღეა, შიმშილობს.
ვიდეოში მოქალაქე ამბობს, რომ ქართველი ემიგრანტების სახელით ლაპარაკობს.
ვიდეოს ნიკა გვარამია ავრცელებს.