საქართველოს პროკურატურამ გიორგი გახარია დაზარალებულად ცნო
საქართველოს პროკურატურამ გიორგი გახარია დაზარალებულად ცნო - ამის შესახებ პირველებს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. სტატუსის მოპოვების შემდეგ გახარიად ადვოკატებს ექნება წვდომა მასალებზე.
ახლა უკვე საინტერესოა, რა გამოიძია პროკურატურამ, დაკითხეს თუ არა თავდამსხმელები, ვინც როგორც პარტიაში ამბობენ, წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა განახორციელა გიორგი გახარიაზე.
გახარიამ თავდასხმის ორგანიზატორად ივანიშვილის დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.
გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესაც.