გამტაცებლებს ისეთივე შავი ნიღბები ეკეთათ, როგორებიც სპეცრაზმელებს უკეთიათ - ვახო ფიცხელაური ანგარიშსწორების დეტალებს "პირველებთან" ჰყვება

27.01.25 11:46
გამტაცებლებს ისეთივე შავი ნიღბები ეკეთათ, როგორებიც სპეცრაზმელებს უკეთიათ - ვახო ფიცხელაური ანგარიშსწორების დეტალებს "პირველებთან" ჰყვება

სამოქალაქო აქტივისტი, ვახო ფიცხელაური მისი გატაცებისა და ფიზკური ანგარიშსწორების დეტალებს "პირველებთან" ჰყვება. 

მისი თქმით, წმინდაწყლის დასახლებიდან მაშინ გაიტაცეს, როცა ის სახლიდან მაღაზიაში მიდიოდა.

მისივე განცხადებით, თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ. ვახო ფიცხელაური მომხდარს მის პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირებს. 

ავტომობილი დავქოქე, უკან "მარშუტკა" ფურგუნი იდგა. ვთხოვე, გავეტარებინე. მიწოლა მთხოვეს, ვერ მივდივართო. ორგანიზებულად ჩამოიცვეს ნიღბები და შემტენეს საბარგულში. მემუქრებოდნენ, რომ უნდა მოვეკალით, სახეზე დავემახინჯებინეთ. მითხრეს, შენს დასახიჩრებას და მოკვლას ვაპირებთო. ვიცით ვინც ხარ-ო. ძალიან კარგად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანათ. ეკეთათ შავი ნიღბები, როგორებიც სპეცრაზმელებს უკეთიათ.

წამართვეს ყველაფერი, რაც თან მქონდა - საფულე, მობილური ტელეფონი, ყურსასმენი. 

პოლიციაში დაკითხვაც მაფიქრებინებს, რომ სისტემა ჩემს უბანშიც მოვიდა. მომხდარს ჩემს გადაწყვეტილებას ვუკავშირებ, 2 თვეა, ვდგავარ რუსთაველზე" - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი. 

მომხდარ ფაქტზე ვახო ფიცხელაური პოლიციამ უკვე გამოკითხა. დაშავებულს გუშინ სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. 

გორში, სამოქალაქო აქტივისტ  ვახო ფიცხელაურზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც - ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.