საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია - კაია კალასი
ჩვენ შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე. ასევე, მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები გადავეცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია, რომ ეს საკითხი მოაგვარონ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
როგორც კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს საკითხი მოკლედ განიხილება.
ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე. ჩვენ, ასევე, მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები გადავეცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მათი მისიის მხარდასაჭერად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია, რომ ეს საკითხი მოაგვარონ“, - განაცხადა კაია კალასმა.