კასპარ ველდკამპი: ნიდერლანდები პერსონალური სანქციების დაწესებას ყოველთვის ემხრობოდა იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებლები

27.01.25 12:32
კასპარ ველდკამპი: ნიდერლანდები პერსონალური სანქციების დაწესებას ყოველთვის ემხრობოდა იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებლები

ნიდერლანდები ყოველთვის ემხრობოდა პერსონალური სანქციების დაწესებას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებლები -  ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის გადასადგმელი ნაბიჯია ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო თავისუფლების გაუქმება.

ჟურნალისტებისა და მათი თავისუფლების საკითხზე მე ძალიან შეშფოთებული ვარ. სწორედ ამიტომაც, ნიდერლანდებმა გამოყო დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დასაცავად. ჩვენ ასევე გამოვყავით დამატებითი რესურსები მათთვის, ვინც დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევისას. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც სურს საქართველოს ევროპული გზის განვითარება და ეს პერსპექტივა რჩება. ასევე ჩვენ საკმაოდ კრიტიკულად ვაფასებთ ჩატარებულ არჩევნებს, ეუთო-ს ანგარიშის გათვალისწინებითაც.