ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების შესახებ პარტნიორებს დეტალურად ვაცნობებთ - თინა ბოკუჩავა სტრასბურგშია
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საგარეო ურთიერთობის მდივანთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება, სადაც საქართველოს შესახებ საკითხის განხილვაა ჩანიშნული. ოპოზიციონერი ლიდერი სტრასბურგში "ოცნების" რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ მტკიცებულებებით შეიარაღებული ჩავიდა. ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანია ევროპელმა პარტნიორებმა გადაწყვეტილებები სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე მიიღონ.
ვიმყოფებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ვხვდებით ევროპულ დელეგაციებს. ასევე გვაქვს შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებში, სადაც დეტალურად ვაცნობთ ინფორმაციას წევრებს ივანიშვილის რუსული რეჟიმის რეპრესიების შესახებ - დაკავებული, ნაწამები ადამიანების შესახებ, რადგან სწორედ ამ ფაქტებზე დაფუძნებით მიიღონ გადაწყვეტილებები წევრებმა არ აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ ორ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას - ახალი არჩევნების და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ამ წუთებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იწყება, საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.