ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა
ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
საბჭოს განმარტავს, რომელ კატეგორიებს შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება.
მივიღეთ გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე, შემდეგ კატეგორიებზე :
საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ გამართულ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში.
საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრები. დიპლომატიური პასპორტების მფლობელები“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.