ასეთი სანქციების გამოყენება, მხოლოდ რუსეთის და აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოხდა - ოპოზიცია ბრიუსელიდან
ევროსაბჭოს სანქციები რეჟიმს- მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა და ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერება არავის მოუთხოვია.
პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმის მიუხედავად, როგორ გადაწყდება საბოლოოდ ეს საკითხი, ქვეყნისთვის არის უკვე ძალიან დიდი ზიანი.
განხილვა მიმდინარეობს იმაზე, რომ არ უნდა მიეცეს აკრედიტაცია “ქართული ოცნების“ დელეგაციას. მიუხედავად იმის, როგორ გადაწყდება საბოლოოდ ეს საკითხი და რა განვითარებაც არ უნდა ნახოს ამ საკითხმა, ქვეყნისთვის არის უკვე ძალიან დიდი ზიანი მიყენებული იმით, რომ ეს საკითხი დაისვა პირველად, რაც ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრი გავხდით, - ამბობს სამადაშვილი.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ასეთი სანქციების გამოყენება, რომელიც დღეს განიხილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მხოლოდ რუსეთის და აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოხდა.
ასეთი სანქციების გამოყენება, რომელიც დღეს განიხილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეში, მომხდარა მხოლოდ რუსეთის და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. წულუკიანის გადარწმუნების გეგმა, რომ ევროსაბჭომ ხელი დააფაროს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მწვანე შუქი აუნთოს მის განგრძობად ძალადობას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, განიცადა კრახი, ის დამარცხდა. რატომ? იმიტომ რომ, დღეს 30 დეპუტატი ადგა, პლენარულ სხდომათა დარბაზში და EPP -ის ინიციატივით და უფლებამოსილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მათ გამოხატეს სურვილი, რომ მონიტორინგის კომიტეტმა განიხილოს უფლებამოსილების საკითხი.ეს უკვე დამარცხება და კრახია“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც ამ წუთებში სტრასბურგში იმართება და სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ, ერთ-ერთმა დეპუტატმა მოითხოვა, "ოცნების" დელეგაციას უფლებამოსილება არ მიანიჭონ.
სარჩელის ავტორი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ბორიანა აბერგი ამბობს, რომ "საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია და საქართველოში დემოკრატიული წესრიგის ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს".
დეპუტატის წინადადებას მხარი ასამბლეის სულ მცირე ოცდაათმა წევრმა დაუჭირა.
ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს იმართება, მოგვიანებით ხდება ცნობილი, აღიარებული იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი დელეგაციის უფლებამოსილება.
„ოცნების“ წარდგენილ დელეგაციაში შედიან: თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი, გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი.