"შეწყალების ტექსტი მე არ დამიწერია, ხელი მომაწერინეს " - პირველი ინტერვიუ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმართან
პირველი ინტერვიუ "ქართული ოცნების" პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართან. გიორგი ლალიაშვილი "TV პირველთან" ადასტურებს "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულებს ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ. პატიმრები ციხის ადმინისტრაციამ დაიბარა და დაწერილ ტექსტზე ხელი მოაწერინა.
გიორგი ლალიაშვილი ამბობს, რომ საკნიდან ღამით გაიყვანეს ამ ხელმოწერის გასაკეთებლად.
კაცი ამბობს, რომ ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ არის, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ის საერთო სურათისთვის შეიწყალეს:
იანვრის დასაწყისში, უსფრთხოების უფროსის თანაშემწე, ბატონი ვახო მოვიდა, მითხრა, ამნისტიამ მოგიხსნა ამდენი და ამდენი, თუ ხარ მზად შეწყალებისთვის, პირობით შემიწყალებდნენ. მე ვიყავი C კორპუსში, 73-ე კორპუსში. კვირას დამიძახეს, კაბინეტში ამიყვანეს და ხელი მოვაწერე შეწყალებას. მეორე სართულზე ამიყვანეს. ადგილზე უსაფრთხოების უფროსი, ბატონი გიორგი იყო. შეწყალებაა, გადიხარ და ხელი უნდა მოაწეროო.
შეწყალების ტექსტი მე არ დამიწერია - როგორც მან ახსნა, ეს შეწყალება საყოველთაოაო. მე როგორც ვიცი, როცა ადამიანს შეწყალება უნდა, ის წერს წერილს, მიმართავს ლეგიტუმურ პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში ჩვენს პატივცემულ ზურაბიშვილს...
მადლობელი ვარ, რომ გამოვედი, მაგრამ მე არავის მხარდამჭერი არ ვარ. კვირას მოვაწერე ხელი. სურათი გადამიღეს დაამზადეს საბუთები და ორშაბათს გადიხარო"- თქვა ყაველაშვილის მიერ შწყალებულმა პირმა.
როგორ მოახერხა 613 პატიმრის სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ყაველაშვილმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ არც ქართული ოცნების იურისტ წევრებს