“ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ გულითადი მეგობარი, ივანიშვილი მოპარულ ფულს დიდ ბრიტანეთში ინახავს - ჯო უილსონი
„ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი თავის მოპარულ ფულს დიდ ბრიტანეთში ინახავს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ბრიტანელი მეგობრები მის მიერ მათი ფინანსური სისტემის ექსპლუატაციას არ მოითმენენ.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი თავის მოპარულ ფულს დიდ ბრიტანეთში ინახავს. ჩვენი ბრიტანელი მეგობრები მის მიერ მათი ფინანსური სისტემის ექსპლუატაციას არ მოითმენენ. ამერიკას მის ხელშემწყობებსა და იმ ლონდონის ინსტიტუტებზე, რომლებიც მის სიმდიდრეს მართავენ, მეორადი სანქციების დაწესებით დახმარება შეუძლია. ტრამპი ამას გამოასწორებს“, - წერს ჯო უილსონი.