როგორ გააყალბა "ოცნებამ" არჩევნები - უმძიმესი დებატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
როგორ გააყალბა "ოცნებამ" არჩევნები - უმძიმესი დებატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ოლიგარქის რეჟიმს ავტოკრატიული წესებით ქვეყნის მართვაში ადანაშაულებენ. ამხელენ არჩევნების გაყალბებაში, ადამიანების ცემასა, დაშინებაში და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაში.
მოხსენება, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მომზადდა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას.
უმწვავეს დებატებს კი წინ უძღოდა რეჟიმის ისტორიული კრახი. იმ დარბაზში, სადაც ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები გაისმა, 26 წლის შემდეგ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.
რუსეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ საქართველო მესამე ქვეყანაა, რომელსაც სტრასბურგში უმძიმესი განაჩენი ელოდება. დროის ათვლა დაწყებულია. მონიტორინგის კომიტეტმა 24 საათში საბოლოო დასკვნა უნდა დადოს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის ჩართვაში.