მდივანმა ბერსემ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გვაცნობა, რომ მდგომარეობა მძიმეა - ქსავიე ბეტელი
კომიტეტმა უკვე გააკეთა შეფასება იმ კრიტიკული სიტუაციისა, რომელიც მოჰყვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სქართველოში- ეს განცხადება ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ევროსაბჭოში გააკეთა.
ბეტელი სამწუხაროს უწოდებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ “ ყველა ორგანო, ასევე ევროპის საბჭო, ცდილობს დაეხმაროს, რომ ქვეყანამ შეასრულოს მისი ვალდებულებები, როგორც ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფომ“.
“მდივანმა ბერსემ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გვაცნობა, რომ მდგომარეობა მძიმეა“,- თქვა ბეტელმა.
კომიტეტმა უკვე გააკეთა შეფასება იმ კრიტიკული სიტუაციისა, რომელიც მოჰყვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ძალიან სამწუხაროა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. მდივანმა ბერსემ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გვაცნობა, რომ მდგომარეობა მძიმეა. კომიტეტის წევრები მდგომარეობას რეგულაცურად აკვირდებიან, ორჯერ დებატებიც გამართეს - 11 დეკემბერს და 15 იანვარს. ყველა ორგანო, ასევე ევროპის საბჭო, ცდილობს დაეხმაროს საქართველოს, რომ შეასრულოს მისი ვალდებულებები, როგორც ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფომ, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ინსტიტუტები.
კომიტეტის წევრები იმეორებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 27 ნოემბერს კომიტეტის მინისტრებმა იმსჯელეს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების შესახებ. ანგარში აჩვენებ , რომ მდგომარეობა უარესდება“, - განაცხადა ბეტელმა.