შეწყალების სკანდალი - რატომ გაუხსნა ციხის კარი არაღიარებულმა ყაველაშვილმა პატიმრებს

27.01.25 20:35
შეწყალების სკანდალი - რატომ გაუხსნა ციხის კარი არაღიარებულმა ყაველაშვილმა პატიმრებს

არაღიარებულმა პრეზიდენტმა მსჯავრდადებულები ციხიდან ისე გამოუშვა, რომ მათ შეწყალება არ უთხოვიათ. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დიდი ნაწილი, ვინც 613 კაციან სიაში მოხვდა, საარჩევნოდ "ქართულ ოცნებაზე" მომუშავე ხალხის ოჯახის წევრები არიან. 

ამას დიდი სკანდალი რომ არ მოჰყოლოდა, შესაწყალებელთ სია ხელოვნურად გაზარდეს და ციხეში ეძებდნენ ხალხს, ვისაც გამოუშვებდნენ. გიორგი ლალიაშვილი საკანს რეჟიმის პატიმარ ანტონ ჩეჩინთან იზიარებდა. მან გლდანის მერვე დაწესებულებაში 3 წელი გაატარა და პატიმრობის ბოლო 4 თვის გასვლას ელოდებოდა.

შეწყალების მოთხოვნის გაგზავნას ლალიაშვილი იქამდე არ აპირებდა, სანამ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მას ციხიდან გაშვების გარანტიები არ მისცეს.

რატომ დაიწერა შეწყალების ტექსტები შაბლონურად და ციხეების უფროსების კაბინეტებში, როცა წესით ამ შინაარსის წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პატიმრის და მისი ადვოკატის მიერ უნდა გაიგზავნოს?! ან როგორ შეისწავლა ყაველაშვილმა მრავალტომიანი ასობით სისხლის სამართლის საქმე, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს "ქართული ოცნების" იურისტ წევრს.

ყველა პატიმარი, ვისთანაც ჩვენ კომუნიკაცია გქონდა, ადასტურებს, რომ შეწყალების განცხადებებზე ხელი 17 იანვარს მოაწერინეს, 20-ში კი უკვე სახლში იყვნენ. ანუ, დღეში ყაველაშვილის ადმინისტრაცია 307 განცხადებას განიხილავდა.

სულ რომ 16-საათიანი რეჟიმში, დილის რვიდან ღამის 12 საათამდე ემუშავათ და შესვენებაზეც კი არ გასულიყვნენ, ერთი განაცხადის განსახილველად 3 წუთი ექნებოდათ, რაც არარეალურია.  

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.