EU-ის წარმომადგენლობა: პირებმა, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ

27.01.25 19:29
EU-ის წარმომადგენლობა: პირებმა, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ქართველი დიპლომატებისთვის და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, “იმ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ძირითად უფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ“

დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების თაობაზე. იმ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ძირითად უფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ“, -  წერია განცხადებაში.

 

ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

მივიღეთ გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე, შემდეგ კატეგორიებზე : 
საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ გამართულ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში. 
საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრები. დიპლომატიური პასპორტების მფლობელები“, 
- აღნიშნულია პრესრელიზში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.